|
2016-06-28 12:07:57, 579 ნახვა
საზოგადოება
IEA: საქართველოში ჰაერის დაბინძურების გამო ყოველი 100 ათასიდან 290 ადამიანი იღუპება
საერთაშორისო ენერგეტიკულმა სააგენტომ მსოფლიოში ჰაერის დაბინძურების შესახებ 2016 წლის ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიში 2012 წლის მონაცემებს ეყრდნობა. აღნიშნული დოკუმენტის თანახმად, საქართველოში ჰაერის დაბინძურების გამო ყოველი 100 ათასიდან 290 ადამიანი იღუპება; ჩინეთში - ყოველი 100 ათასი ადამიანიდან 170 ადამიანი იღუპება. მოსახლეობის რაოდნეობის გათვალისწინებით, აბსოლუტურ რიცხვებში ჰაერის დაბინძურებით გამოწველი დაავადებების გამო ყველაზე მეტი ადამიანი ჩინეთსა და ინდოეთში იღუპება. ორგანიზაციის მონაცემებით, ყოველწლიურად მსოფლიოში ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული დაავადებების გამო 6,5 მილიონი ადამიანი იღუპება. საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტო პარიზში დაფუძნებული არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც 1974 ეუთო-ს ფარგლებში შეიქმნა. საერთაშორისო ენეგეტიკული სააგენტო საერთაშორისო საზოგადოებას აფრთხილებს, რომ სიკვდილიანობის დონე კიდევ უფრო გაიზრდება, თუკი ქვეყნების ენეგოპოლიტიკას არ შეცვლიან. ორგანიზაცია საჭიროდ მიიჩნევს ეკოლოგიური ენერგიის წყორებში ინვესტიციის გაზრდას. გამოცემა The New Yourk Times-თვის მიცემულ ინტერვიუში საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს დირექტორი ფატიჰ ბიროლის განცხადებით, ჰაერის დაბინძურების გამო განსკაუთრებთ დაზარალებულია ჩინეთისა და ინდოეთის ქალაქები. “აუცილებელია დავეხმაროთ ამ ქვეყნებს ამ პრობლემების გადაწყვეტაში, ენერგიის გამოყენების ეფექტიანობის გაზრდასა და მავნე ნივთიერებების ფილტრაციის გზით. ამგვარად შეგვიძლია, მივაღწიოთ პროგრესს კლიმატურ ცვლილებებთან ბრძოლაში. ამ ქვეყნებმა უნდა გაიგონ, რომ მათი პრობლემები ჩვენი პრობლემებიცაა”, - განაცხადა ბიროლმა.
ბრიტანული დაზვერვა: უკრაინაში ომში თითქმის ნახევარი მილიონი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერებმა შეხვედრა გამართეს
1 ივნისის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის საქართველოს ბანკის sCoolApp-ში
სააკაშვილი ოპოზიციას - უნდა შევწყვიტოთ მოწკმუტუნე მხვეწნელის როლში ყოფნა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)