21:06 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-27 16:00:18, 1115 ნახვა

ეკონომიკა
მესტვირიშვილი: ყველაზე დიდი გამოწვევა სესხების დოლარიზაციაა

მსესხებლებს ვურჩევთ, სესხი მხოლოდ ეროვნული ვალუტით აიღონ, ასევე გრძელვადიან დანაზოგი უმჯობესია ეროვნული ვალუტით განხორციელდეს, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა არჩილ მესტვირიშვილმა განაცხადა.

მესტვირიშვილის განმარტებით, ყველაზე დიდი გამოწვევა სესხების დოლარიზაციაა.

“მოსახლეობამ და ბიზნესმა, თუ არ უნდათ დამატებითი რისკების აღება, მაშინ უნდა შეიძინონ უცხოური ვალუტა და მაშინ გაყიდონ, როდესაც ეს ჭირდებათ, კურსის პროგნოზირების მცდელობისა და ამის საფუძველზე გადაწყვეტილებების მიღებისაგან თავი უნდა შეიკავონ. გვინდა, კიდევ ერთხელ შეგახსენოთ, რომ ეროვნული ბანკის მიზანი ფასების სტაბილურობაა და ჩვენი გადაწყვეტილებებიც ამ ამოცანის შესრულებას ემსახურება”, - განაცხადა მესტვირიშვილმა.

ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის თქმით, მოსახლეობის კეთილდღეობისა და დასაქმებისათვის მნიშვნელოვანია დაბალი ინფლაციისა და მდგრადი ეკონომიკური ზრდის კომბინაცია და არა ლარის გაცვლითი კურსის მოკლევადიანი დინამიკა.

„საქართველოში გვაქვს რეგიონის ქვეყნებთან შედარებით მაღალი ზრდა და მომავალში მოსალოდნელია, რომ ზრდა უფრო მაღალი იქნება. ინფლაცია არის დაბალი, რაც მიუთითებს, რომ კურსს გრძელვადიან დინამიკაში გამყარების ტრენდი ექნება“, - აღნიშნა მესტვირიშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
მეუფე დანიელი - ჩვენი დიდი სურვილია, რომ ქვეყანაში დასრულდეს ურთიერთდაპირისპირება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics