|
2016-06-25 16:39:04, 1348 ნახვა
მსოფლიო
ევროკავშირის დამფუძნებელი ქვეყნები დიდ ბრიტანეთს მოუწოდებენ, ევროკავშირიდან გასვლის პროცესი მალე დაიწყოს
ევროკავშირის დამფუძნებელი 6 ქვეყანა დიდ ბრიტანეთს მოუწოდებს, ევროკავშირიდან გასვლის პროცესი რაც შეიძლება მალე დაიწყოს, - ამის შესახებ BBC იუწყება. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის განცხადებით, მოლაპარაკებების სწრაფად დაწყება იმისთვისაა აუცილებელი, რომ ევროკავშირის დანარჩენმა წევრებმა „ყურადღების გამახვილება გაერთიანებული ევროპის მომავალზე“ შეძლონ. აღნიშნული განცხადება ბერლინში, ევროკავშირის 6 დამფუძნებელი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ გაკეთდა. ამასთან, როგორც ცნობილი გახდა, 29 ივნისს ევროპარლამენტი რიგგარეშე სხდომას ჩაატარებს. შეგახსენებთ, 23 ივნისს დიდ ბრიტანეთში ჩატარებულ რეფერენდუმის შედეგად, ევროკავშირიდან გაერთიანებული სამეფოს გასვლის მხარდამჭერებმა გაიმარჯვეს. შედეგების გამოცხადების შემდეგ, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ჯეიმს კემერონმა განაცხადა, რომ თანამდებობას ოქტომბერში დატოვებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)