12:25 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-25 11:43:58, 627 ნახვა

საზოგადოება
თეა წულუკიანი არგენტინაში ეროვნული არქივის მასალების მიხედვით მომზადებული გამოფენის დახურვას დაესწრო

საქართველოს იუსტიციის მინისტრი არგენტინის შინაგან საქმეთა მინისტრსა და არგენტინის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩ გელა სეხნიაშვილთან ერთად ბუენოს აირესში საქართველოს ეროვნული არქივის მასალების მიხედვით მომზადებული გამოფენის დახურვას დაესწრო.

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, გამოფენა არგენტინის დედაქალაქში საქართველოს ელჩ გელა სეხნიაშვილის ინიციატივით და არგენტინის ებრაული თემი „დაიას“ აქტიური მონაწილეობით მოეწყო. გამოფენას არგენტინის სახელმწიფო არქივმა უმასპინძლა.

სამი კვირის განმავლობაში არგენტინის ებრაულ თემსა და სხვა დამთვალიერებლებს საშუალება ჰქონდათ, ქართულ-ებრაული ურთიერთობის ამსახველ ფოტო-, ვიდეო-, აუდიო- და დოკუმენტურ მასალას გასცნობოდნენ.

არგენტინაში, ტრადიციულად, ძლიერი ებრაული თემია. საქართველოს ელჩის განცხადებით, მათთვის საინტერესო აღმოჩნდა ქართველთა და ებრაელთა თანაცხოვრების უნიკალური ისტორია და ის მასალა, რომელიც ეროვნულმა არქივმა ბუენოს აირესში გაგზავნა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბრიტანული დაზვერვა: უკრაინაში ომში თითქმის ნახევარი მილიონი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერებმა შეხვედრა გამართეს
1 ივნისის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის საქართველოს ბანკის sCoolApp-ში
სააკაშვილი ოპოზიციას - უნდა შევწყვიტოთ მოწკმუტუნე მხვეწნელის როლში ყოფნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics