|
2016-06-24 18:39:43, 870 ნახვა
რეგიონი
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით რეგიონს რუსი ჟურნალისტები სტუმრობენ
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით რეგიონს რუსი ჟურნალისტები სტუმრობენ. პრესტურის ფარგლებში აჭარის ტურისტულ პროდუქტებსა და შესაძლებლობებს რუსეთში პოპულარული მედია გამოცემების Interfax-ის, Elle.ru-ის, Harper’s Bazaar-ისა და სხვა რეიტინგული ონლაინ-ბეჭდური მედიის ჟურნალისტები გაეცნენ. ისინი ქალაქის ღირსშესანიშნაობებს, ბოტანიკურ ბაღს, გონიოს ციხეს, მახუნცეთის ჩანჩქერსა და სოფელ ვაიოს სტუმრობდნენ, სადაც გარდა ტურისტული ადგილების მონახულებისა ჟურნალისტებს საშუალება ჰქონდათ ადგილობრივი კერძები და ღვინო დაეგემოვნებინათ. რეგიონის ტურისტული პროდუქტების შესახებ სტატიები აღნიშნულ მედია გამოცემებში ივნისის ბოლომდე გავა. რუსეთში წარმოებული პიარ კამპანიების ფარგლებში პრესტურს დეპარტამენტი ფედერაციიდან მეოთხედ მასპინძლობს. 2016 წლის მარტიდან დღემდე აჭარის ტურისტული პოტენციალი და პროდუქტები სხვადასხვა მედია საშუალებების გარდა რუსეთის პოპულარული ტელეარხების “Моя планета“- ს და „ПЯТНИЦА»- ს ობიექტივში მოხვდა. ტელეარხებმა რეგიონში მოგზაურობასა და გასტრონომიას სპეციალური გადაცემები მიუძღვნეს. წლის ბოლომდე დეპარტამენტი რუსეთიდან დამატებით ორ პრესტურს გაუწევს ორგანიზებას. აქედან ერთი ტელეარხ „ПЯТНИЦА»- ს გასართობი გადაცემა „ЖаннаПожени” გადამღები ჯგუფი იქნება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)