|
2016-06-24 17:08:03, 848 ნახვა
სამხედრო
სნაიპერული შაშხანიდან სროლაში შეჯიბრება გაიმართა
ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისის“ სასროლეთზე სნაიპერული შაშხანიდან სროლაში შეჯიბრება გაიმართა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სპორტულ ღონისძიებაში სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ და დასავლეთ სარდლობების დაქვემდებარებული ბრიგადებიდან, სპეციალური ოპერაციული ძალების რეინჯერთა ბატალიონიდან, ასევე ეროვნული გვარდიის მე-10 და მე-20 კადრირებული ბრიგადებიდან სპეციალურად შერჩეული სნაიპერთა ჯგუფები მონაწილეობდნენ. უწყების ცნობით, შეჯიბრება ოთხ ეტაპად ჩატარდა. პირველ და მეორე ეტაპებზე სამხედრო მოსამსახურეებმა 100-იდან 600 მეტრამდე დისტანციაზე სხვადასხვა საცეცხლე პოზიციებიდან ისროლეს, მესამე ეტაპი 200-დან 500 მეტრამდე ღამის სროლებს მოიცავდა, ხოლო, მეოთხე ეტაპზე სნაიპერებმა 700-იდან 900 მეტრის მანძილზე ისროლეს. შეჯიბრებაში გამარჯვებულები ქულათა საერთო ჯამის დათვლით გამოვლინდნენ. საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის სპეციალურად შერჩეულმა სამხედრო მოსამსახურეებმა როგორც გუნდურ ასევე ინდივიდუალურ შეჯიბრებაში გაიმარჯვეს. დაჯილდოების ცერემონიალზე გამარჯვებულებს თასი და მედლები გადაეცათ. სპორტული ღონისძიების ორგანიზებას და დაკვირვებას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სპორტული ღონისძიებების დაგეგმვისა და ფიზიკური მომზადების შეფასების სამმართველო აწარმოებდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)