|
2016-06-23 22:30:10, 1210 ნახვა
მსოფლიო
„დიდი და წმიდა საეკლესიო კრება“ შესაძლოა რეგულარული გახდეს
"დიდი და წმიდა საეკლესიო კრება შესაძლოა რეგულარული გახდეს" - ამის შესახებ ინფორმაციას „რია ნოვოსტი“ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს კრების სამდივნოს ოფიციალური წარმომადგენელ, მთავარეპისკოპოს იობზე დაყრდნობით ავრცელებს. მღვდელთმთავარის განცხადებით, ოფიციალური გადაწყვეტილება არ მიღებულა იმასთან დაკავშირებით, იქნება თუ არა საჭირო ყოველ ხუთ, ექვს, შვიდ ან ათ წელიწადში შევიკრიბოთ. თუმცა, მათი სურვილია, ყველა ეკლესია შეიკრიბოს რეგულარულად და კრება ეკლესიის ახალ ინსტიტუციად ჩამოყალიბდეს. „არც ერთ აქ დამსწრე ეკლესიის წარმომადგენელს არ სურს რომელიმე ეკლესიის გამოკლება, ჩვენ მათ ველოდით და კიდევ ველოდებით. სესიების დროს ითქვა, რომ კრება რეგულარული გახდეს. ჯერ ოფიციალური გადაწყვეტილება არ მიღებულა იმასთან დაკავშირებით, იქნება თუ არა საჭირო ყოველ ხუთ, ექვს, შვიდ ან ათ წელიწადში შევიკრიბოთ. თუმცა, აქ შეკრებილების სურვილია, ყველა ეკლესია შეიკრიბოს რეგულარულად და კრება ეკლესიის ახალ ინსტიტუციად ჩამოყალიბდეს, რომელზეც შესაძლებელი იქნებოდა საკითხების განხილვა“, - განაცხადა მღვდელმთავარმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)