16:35 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-23 22:14:40, 669 ნახვა

პოლიტიკა
საქართველო-ევროკავშირს შორის „საიდუმლო ინფორმაციის ურთიერთგაცვლის შესახებ“ შეთანხმება გაფორმდა

საქართველოსა და ევროკავშირს შორის ხელი მოეწერა შეთანხმებას საიდუმლო ინფორმაციის ურთიერთგაცვლისა და დაცვისთვის საჭირო უსაფრთხოების პროცედურების შესახებ.

საქართველოს მხრიდან შეთანხმებას ხელი მოაწერა საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ, ხოლო ევროკავშირის მხრიდან - ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელმა, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ფედერიკა მოგერინიმ.

აღნიშნული ფაქტი ორივე მხარის მიერ შეფასდა როგორც კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების გზაზე. ფედერიკა მოგერინის განცხადებით, ევროკავშირის მზაობა და სურვილი საქართველოს გაუზიაროს საიდუმლო ინფორმაცია ნათლად ადასტურებს იმას, რომ საქართველო მისთვის სანდო პარტნიორია.

საიდუმლო ინფორმაციის ურთიერთგაცვლისა და დაცვისთვის საჭირო უსაფრთხოების პროცედურების შესახებ შეთანხმების გაფორმება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ევროკავშირთან უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას და ინფორმაციის უსაფრთხოების დაცვის სფეროში ევროპულ ნორმებსა და სტანდარტებთან დაახლოებას. შეთანხმება აუცილებელი ელემენტია ევროკავშირის სამშვიდობო მისიებში საქართველოს მონაწილეობის ეფექტიანობის გაზრდისა და ევროპული თავდაცვის სააგენტოსთან თანამშრომლობის განვითარებისათვის.

შეთანხმება ძალაში შევა მას შემდეგ რაც ორივე მხარე დაასრულებს რატიფიკაციისთვის საჭირო ყველა პროცედურას.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics