|
2016-06-22 14:01:44, 958 ნახვა
რეგიონი
ქობულეთისა და ხელვაჩაურის სოფლებში გაზიფიცირების ახალი ეტაპი იწყება
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზის" წარმომადგენლებთან ერთად ქობულეთის მუნიციპალიტეტში გზიფიცირების პროცესის დაწყებას გაეცნო. ღონისძიებას ქობულეთის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ამ ეტაპზე კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზი" ქობულეთისა და ხელვაჩაურის 13 სოფლის გაზიფიცირებას იწყებს. გაზის გაყვანის სამუშაოები 2016 წლის გეგმით გაზის გაყვანა ქობულეთის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში, კერძოდ, ქვედა სამების, ბობოყვათის, ქვედა დაგვის, ხუცუბანი-ნაკაიძეების, დაგვის მპოსახლეობისთვის მოხდება. 2016 წლის გეგმის მიხედვით მოხდება ასევე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფლების - კაპრეშუმის, ზედა ახალშენის, ახალშენის, ხეღრუს, განახლების, სამების, ქვედა სამების დაქსელვა. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, ქობულეთისა და ხელაჩაურის მუნიციპალიტეტებში გაზიფიცირების სამუშაოები 320 კილომეტრიანი მონაკვეთზე ხორციელდება და 4855 აბონენტს მოიცავს. „სოკარ ჯორჯია გაზის" ინფორმაციით, აღნიშნულ სამუშაოებზე 350 ადგილობრივი კადრია დასაქმებული.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)