16:24 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-21 23:30:21, 622 ნახვა

პოლიტიკა
საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხის განხილვა ევროპარლამენტის კომიტეტში 27 ივნისს ჩაინიშნა

საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხის განხილვა ევროპარლამენტის კომიტეტში 27 ივნისს ჩაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაცია ევროპარლამენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

აღნიშნულ საკითხზე მომხსენებელმა მარია გაბრიელმა დღეს რეკომენდაცია მისცა სამოქალაქო თავისუფლებათა, მართლმსაჯულებისა და შინაგან საქმეთა კომიტეტს, რომ მხარი დაუჭიროს საქართველოსა და ევროკავშირს შორის სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე საკანონმდებლო ინიციატივის ანგარიშის პროექტს, ვინაიდან საქართველომ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით ნაკისრი ყველა ვალდებულება შეასრულა. 

საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის შემოღებას ევროპარლამენტში კენჭისყრის გარდა, ევროკავშირის საბჭოს მხარდაჭერა სჭირდება. ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა აღნიშნულ საკითხზე გუშინდელ სხდომაზე იმსჯელეს, თუმცა გადაწყვეტილება არ მიუღიათ. ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინიმ განაცხადა, რომ ნიდერლანდებმა, როგორც თავმჯდომარე ქვეყანამ, საკითხი უნდა შეიტანოს ევროკავშირის მუდმივ წარმომადგენელთა კომიტეტის (COREPER) უახლოესი სხდომის დღის წესრიგში. COREPER, თავის მხრივ, ამზადებს პოზიციას ევროკავშირის საბჭოსთვის. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics