16:33 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-21 23:00:13, 728 ნახვა

პოლიტიკა
გივი თარგამაძე: "ქართულმა ოცნებამ" დანაშაულებრივ სამყაროსთან კონტრაქტი განაახლა

"ქართულმა ოცნებამ დანაშაულებრივ სამყაროსთან კონტრაქტი განაახლა," - ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის წევრმა, დეპუტატმა გივი თარგამაძემ გადაცემა "არჩევანის" პირდაპირ ეთერში განაცხადა.

ის ამბობს, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" აქვს ინფორმაცია, რომ მოახლოებული არჩევნებისთვის უპრეცედენტო მობილიზება მიმდინარეობს საქართველოს საზღვრებთან.

„ქართულმა ოცნებამ დანაშაულებრივ სამყაროსთან კონტრაქტი განაახლა, რომელიც 2012 წლის არჩევნების დროს გაფორმდა. ერთადერთი კონტრაქტი იყო, სადაც დანაპირები ქართულმა ოცნებამ შეასრულა და ამის შედეგია უმძიმესი შიდა კრიმინალური პრობლემი და ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებული პრობლემები. ახალმა ხელისუფლებამ გაათავისუფლა ამ სამყაროს წევრები, რომლებიც მოედნენ არა მარტო საქართველოს, არამედ მსოფლიოს. უპრეცედენტო კონცენტრირება ხდება ე.წ. კანონიერი ქურდებისა. ერთ-ერთი ასეთი შეკრება თურქეთში, ქემარ ფაშას დასახლებაში შედგა,“ - განაცხადა გივი თარგამაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics