|
2016-06-17 18:23:28, 651 ნახვა
საზოგადოება
სასამართლომ ოჯახში ძალადობაში ბრალდებულს 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ოჯახში ძალადობისთვის ბრალდებული გ.ბ. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით. სასამართლოში ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა, რომ 2016 წლის 5 აპრილს, შუადღის საათებში, გ.ბ-მ სამსახურში მიაკითხა ყოფილ მეუღლეს მ.კ-ს და ურთიერთობის გარკვევის მოტივით ჩაისვა ავტომანქანაში. გ.ბ.-მ ქ. თბილისში, ნაფარეულის ქუჩიდან - კეკელიძის ქუჩამდე და თბილისი-რუსთავის საავტომობილო გზაზე გადაადგილებისას მ.კ.-ს თავისა და სხეულის სხვადასხვა არეში განზრახ მიაყენა დაზიანებები. აღნიშნული ქმედებით, დაზარალებულს მიადგა სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება, ჯანმრთელობის მოშლის გარეშე, რამაც მისი ფიზიკური ტკივილი გამოიწვია. სასამართლომ გ. ბ.-ს ჩადენილი დანაშაულისთვის სასჯელის სახედ და ზომად 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)