|
2016-06-17 18:10:21, 706 ნახვა
პოლიტიკა
ინტერპარტიულმა ჯგუფმა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა სამუშაო ჯგუფი შექმნეს
ინტერპარტიული ჯგუფის წევრებმა პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად სამუშაო ჯგუფი შექმნეს, რომელიც საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებათა პაკეტს შეიმუშავებს, ამის შესახებ პრეზიდენტისა და ინტერპარტიული ჯგუფის წევრების შეხვედრის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი. ”ევროპელი დემოკრატების” თავმჯდომარე პაატა დავითაიას განცხადებით, პრეზიდენტი ითვალისწინებს იმ შენიშვნებს, რაც ინტერპარტიულ ჯგუფს აქვს. დავითაიას თქმით, ცვლილებებს და შენიშვნებს პარლამენტს პრეზიდენტი შესთავაზებს და ეს ყველაფერი უკვე ინიცირებული და მეორე მოსმენით მიღებული კანონპროექტის საბოლოოდ მიღებამდე მოხდება. ”მუშა ჯგუფი იმუშავებს იმაზე, თუ რა საკითხები შეიძლება იქნას შემუშავებული კონსესუსისთვის და ეს იქნება მსჯელობის საგანი ხელისუფლებასთან ერთად. შემდეგ გადაწყვეტს პრეზიდენტი თუ როგორ იმოქმედებს”, - განაცხადა დავითაიამ. პრეზიდენტის მრჩეველ ფიქრია ჩიხრაძის განცხადებით, მთელი პერიოდის განმავლობაში, რაც საარჩევნო კანონმდებლობაში სისტემურ ცვლილებებზე არის საუბარი, პრეზიდენტი ყოველთვის ცდილობდა, პოლიტიკურ ძალებს აღნიშნული ცვლილებების მიღებაში დახმარებოდა და ხელი შეეწყო. ”რაც შეეხება ცვლილებებს, რომელზეც არის საუბარი, არის მინიმალური იმისთვის, რომ არ გაუარესდეს ვითარება მთელ რიგ პოლიტიკურ ძალებს უკვე განხორციელებული ცვლილებით, რომელიც ორი მოსმენით არის მიღებული და იყოს მეტნაკლებად სამართლიანი გარემო და სამართლიანი პოლიტიკური წესები”, - აღნიშნა ჩიხრაძემ და იმედი გამოთქვა, რომ მმართველი ძალა აღნიშნულ საკითხებს უფრო მეტი ყურადღებით მოეკიდება. რაც შეეხება ვეტოს, ფიქრია ჩიხრაძის თქმით, ქვეყნის პირველი პირი არაფერს გამორიცხავს. პარლამენტმა წინასაარჩევნოდ პარტიებისთვის სარეკლამო დროის განაწილების საკითხზე კანონმდებლობაში ცვლილებების პაკეტი ორი მოსმენით განიხილა.
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)