|
2016-06-17 10:47:32, 653 ნახვა
საზოგადოება
დანაშაულის პრევენციის ცენტრმა საზოგადოებრივ ცენტრებში ევროკავშირის თემაზე ტრენინგი ჩაატარა
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ ორგანიზებით, ექვს საზოგადოებრივ ცენტრში ვიზალიბერალიზაციის თემასთან დაკავშირებით ტრენინგები ჩატარდა. მარტყოფის, შაშიანის, ნუკრიანის, ჩაქვის, შილდისა და კაზრეთის სკოლების მოსწავლეები გაეცნენ როგორც ევროკავშირის მუშაობის სტრუქტურას, ასევე საქართველოს სამომავლო პერსპექტივებს ევროინტეგრაციის მიმართულებით. შეხვედრას 14-დან 18 წლამდე ასაკის 100-ზე მეტი ახალგაზრდა დაესწრო. ტრენინგის მიზანი ახალგაზრდებისთვის ვიზალიბერალიზაციის თემაზე ინფორმაციის მიწოდება და ქვეყნის ევროატლანტიკური მისწრაფების შესახებ ცნობიერების ამაღლებაა. ევროკავშირთან ასოცირებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმების შემდეგ მოკლევადიანი უვიზო მიმოსვლა, ქვეყნის ევროპასთან დაახლოების გზაზე უმნიშვნელოვანესი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება. შეხვედრას უძღვებოდნენ სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ პროექტ - „მოხალისე ტრენერები დანაშაულის პრევენციისთვის“ -ტრენერები - ნინო ლობჯანიძე და ნინო მჭედლიშვილი, ასევე მოწვეული ტრენერი ნინო შარაშიძე და „დანაშაულის პრევენციის ცენტრის” თანამშრომლები. მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ დისკუსიის რეჟიმში აქტიურად ჩართულიყვნენ სატრენინგო პროცესში. როგორც ცნობილია, იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ ერთ-ერთი მიმართულება ახალგაზრდებში სამოქალაქო და სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება, ასევე მოხალისეობრივი კულტურის განვითარების ხელშეწყობაა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)