|
2016-06-16 09:42:40, 1146 ნახვა
საზოგადოება
შს სამინისტრო უანგარო დონორობისთვის დაჯილდოვდა
შინაგან საქმეთა სამინისტრო „სისხლის უსაფრთხოებისა და რეგულარული მხარდაჭერისთვის“ მადლობის სიგელით დაჯილდოვდა. დაჯილდოების ცერემონია, კამპანიის - „სისხლი ყველას გვაერთიანებს“ ფარგლებში, სისხლის დონორთა მსოფლიო დღის აღსანიშნავად, ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში გაიმართა. ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ შს სამინისტროს უანგარო დონორობის კამპანიის რეგულარული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და უწყების წარმომადგენელს, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ლევან მაჭავარიანს მადლობის სიგელები გადასცა. უანგარო დონორობისთვის მადლობის სიგელით შსს-ს სხვადასხვა დანაყოფი უკვე მეოთხე წელია, შსს-ს ასობით თანამშრომელი ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის სისხლს ყოველთვიურად აბარებს. უწყება იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოსთან არსებულ „სისხლის ბანკთან“ სისტემატურად თანამშრომლობს. შინაგან საქმეთა სამინისტროს დონაცია მომავალშიც გაგრძელდება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)