|
2016-06-15 18:01:59, 667 ნახვა
საზოგადოება
მაკა ჩიჩუამ „პირველი ნაბიჯი საქართველო" მოინახულა
საქართველოს პირველი ლედი მაკა ჩიჩუა, დღეს ადრეული განვითარების ცენტრს „პირველი ნაბიჯი საქართველო" ესტუმრა. მაკა ჩიჩუას ცენტრის დამფუძნებელმა ნინო ჟვანიამ უმასპინძლა. ცენტრის ტერიტორიის დათვალიერების შემდეგ, პირველმა ლედიმ შეხვედრა გამართა ცენტრის ხელმძღვანელობასთან და მშობლებთან. შეხვედრისას მაკა ჩიჩუას ცენტრის საქმიანობისა და იმ პროგრამების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია, რომლითაც ხორციელდება ბავშვების მომსახურება. პირველი ლედი დაინტერესდა ადრეული განვითარების პროგრამით, რომლის ფარგლებში ბავშვები მომსახურებას იღებენ სახლში და ასევე ადრეული განვითარების ცენტრში. ცენტრის ფსიქოლოგებმა პირველ ლედის ასევე ცენტრის ბაზაზე არსებული დღის ცენტრის შესახებაც უამბეს, რომელიც რამდენიმე კომპონენტს მოიცავს არაფორმალურ განათლებას, რეაბილიტაცია-აბილიტაცია და სოციალურ ინტეგრაციას. ცენტრის, რომელიც უკვე 18 წელია ფუნქციონირებს, ბენეფიციარები არიან ინტელექტუალური და ფიზიკური შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები და მოზარდები. ცენტრის ბენეფიციარებს მომსახურებას მულტიდისციპლინური გუნდი უწევს, რომელიც გამოცდილი პროფესიონალებით არის დაკომპლექტებული.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)