|
2016-06-15 13:32:58, 724 ნახვა
საზოგადოება
ხვალ, ლიტერატურული კონკურსის „მცირე პროზა" დაჯილდოების ცერემონია გაიმართება
ხვალ, 17:00 საათზე, თბილისის ნიკოლოზ ბარათაშვილის სახლ-მუზეუმში გაიმართება რიგით მეცხრე ლიტერატურული კონკურსის „მცირე პროზა" დაჯილდოების ცერემონია. თბილისის მერიის ინფორმაციით, პროექტი ხორციელდება თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის ხელშეწყობით და იგი სტუდენებისთვისაა განკუთვნილი. მათივე ცნობით, სამ საპრიზო ადგილზე გამოვლენილ კონკურსანტს გადაეცემა ოტია იოსელიანის სახელობის ფულადი პრემია. სწორად, ამ დღეს აღინიშნება მწერლის დაბადებიდან 86-ე წლისთავი. 10 ნომინაციაში გამოვლენილ გამარჯვებულებს სიგელებს, სამახსოვრო მედლებს და წიგნებს გადასცემენ მწერალთა შემოქმედებითი კავშირის თავმჯდომარე მაყვალა გონაშვილი და ოტია იოსელიანის ოჯახის წევრები, რომლებიც საგანგებოდ ამ დღისთვის ჩამოვიდნენ დედაქალაქში. მუზეუმის მიერ კონკურსი 2005 წლიდან იმართება და იგი ემსახურება ქართული მწერლობის პოპულარიზაციას, ახალი სახელების წარმოჩენას ქართულ მწერლობაში და ამ ჟანრის „მცირე პროზის" განვითარებას.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)