15:43 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-15 12:05:59, 625 ნახვა

პოლიტიკა
პარიზში პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკების შედეგად 26 ადამიანი დაშავდა

პარიზში პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკების შედეგად 26 ადამიანი დაშავდა, - ამის შესახებ Associated Press იუწყება.

როგორც მედია საშუალება წერს, აქციის მონაწილეები შრომითი კანონმდებლობის რეფორმას აპროტესტებენ. დაშავებულთა შორის 20 სამართალდამცველი და საპროტესტო აქციის 6 მონაწილეა. მედიის ცნობით, არეულობის დროს 20 ადამიანი დააკავეს.

Associated Press-ის ცნობით, პარიზის სამხრეთ ნაწილში პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლი მას შემდეგ გამოიყენა, რაც ნიღბიანი მომიტინგეების ჯგუფმა სამართალდამცველებს ქვები და ბოთლები ესროლა.

ცნობისთის, შრომითი კანონმდებლობის რეფორმას პროფკავშირებით გაფიცვის გზით აპროტესტებენ. ეიფელის კოშკი დაიხურა, სატრანსპორტო მიმოსვლა ნაწილობრივ შეწყვეტილია, რამაც ევრო-2016-ზე დასასწრებად ჩასულ გულშემატკივრებს ქვეყანაში გადაადგილება გაურთულა.

პროფკავშირები ახალი შრომითი კანონმდებლობის გაუქმებას ითხოვენ, რომელიც დამსაქმებელს თანამშრომლების სამსახურიდან გათავისუფლებას უმარტივებს. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics