|
2016-06-15 10:58:13, 836 ნახვა
სამხედრო
დაშავებულმა სამხედრო მოსამსახურეებმა სპორტულ-კულტურულ ღონისძიებებში მიიღეს მონაწილეობა
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით, 9 აპრილის სკვერში ფოტო-გამოფენა, კონცერტი, ეტლით მოსარგებლეთა სპორტული შეჯიბრება, ესტაფეტა, „ბოჩა“ და სხვადასხვა სახის სპორტული ღონისძიებები გაიმართა. ღონისძიებაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებმა, უფლებადამცველებმა, საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებმა, მსახიობებმა და სამშვიდობო მისიებსა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაშავებულმა ქართველმა სამხედრო მოსამსახურეებმა მიიღეს მონაწილეობა. სპორტულ-კულტურულ შეჯიბრებებში რამდენიმე გუნდი მონაწილეობდა. გუნდის რიგებში ცნობადი სახეები იყვნენ. ერთ-ერთ სპორტულ ესტაფეტაზე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გუნდთან ერთად შეჯიბრებაში მსახიობი ანდრია გველესიანი მონაწილეობდა. საზეიმო ღონისძიების ბოლოს შეჯიბრებაში გამარჯვებულები სხვადასხვა სახის საჩუქრებით დაჯილდოვდნენ. ღონისძიება თბილისის მერიისა და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით ჩატარდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)