18:08 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-14 16:01:44, 976 ნახვა

სამართალი
თხილის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა

ზუგდიდის რაიონის სოფელ ცაიში 16055  ლარის ღირებულების სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი საქონლის (თხილის გული) სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირების  ფაქტი გამოვლინდა.               

ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

„შემოსავლების სამსახურის  საგადასახადო მონიტორინგის  დეპარტამენტის მონიტორინგის სამმართველოს დასავლეთის განყოფილების ოფიცრების მიერ, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევების მონიტორინგის მიზნით, ელექტრონულ სასაქონლო ზედნადებზე გადამოწმდა ფორდის მარკის ა/მანქანა, რომლითაც ხორციელდებოდა ერთ-ერთი ინდივიდუალური მეწარმის სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი საქონლის (თხილის გული) ტრანსპორტირება ელექტრონული სასაქონლო ზედნადების გარეშე. ფაქტთან დაკავშირებით, სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული საქონლის რაოდენობისა და საბაზრო ღირებულების დადგენის მიზნით, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ექსპერტიზის განყოფილების მიერ ჩატარდა შესაბამისი ექპერტიზა. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული საქონლის საბაზრო-საორიენტაციო ღირებულებამ შეადგინა 16055 ლარი.

აღნიშნული ფაქტთან დაკავშირებით, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 271–ე მუხლის მე–7 ნაწილის გათვალისწინებით, საქმის მასალები გადაეცა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს“, - ნათქვამია შემოსავლების სამსახურის განცხადებაში“, - ნათქვამია შემოსავლების სამსახურის ინფორმაციაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
მეუფე დანიელი - ჩვენი დიდი სურვილია, რომ ქვეყანაში დასრულდეს ურთიერთდაპირისპირება
სამთავრობო იმედის სახემ ნანუკა ხაზარაძემ ტელევიზია დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics