|
2016-06-14 15:06:08, 651 ნახვა
საზოგადოება
ჩანაცვლებითი თერაპიის სახელმწიფო პროგრამის რეფორმა იწყება
ჩანაცვლებითი თერაპიის სახელმწიფო პროგრამის რეფორმა იწყება. შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მეტადონით ჩანაცვლებით პროგრამას კონტაქტორების ნაცვლად, ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი განახორციელებს. „აღნიშნული ცვლილება საშუალებას მოგვცემს, რომ გაიზრდოს გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა, რაც გულისხმობს ახალი განყოფილებების გახსნას თბილისსა და რეგიონებში, რათა მეტადონით ჩანაცვლებითი პროგრამის ბენეფიციარებისთვის მომსახურების მიღება კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდეს“,- განაცხადა ცენტრის დირექტორმა ლაშა კილაძემ განაცხადა. სამინისტროს ცნობით, მომავალი 1 თვის განმავლობაში თბილისის მასშტაბით დაგეგმილია 3 ახალი განყოფილების გახსნა, სადაც სურვილის შემთხვევაში კონტრაქტორი დაწესებულებების თანამშრომლები დასაქმდებიან. რეფორმის ფარგლებში შემცირდება ბენეფიციართა მხრიდან თანაგადახდის ოდენობაც. დღეის მდგომარეობით მეტადონით ჩანაცვლებით პროგრამაში საქართველოს მასშტაბით 1300 ბენეფიციარია ჩართული.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)