15:43 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-13 23:08:02, 614 ნახვა

პოლიტიკა
ევროპარლამენტარი: ქართველი ხალხი იმსახურებს ვიზალიბერალიზაციას, ისევე როგორც ევროპული სტანდარტების სახელმწიფოს

"ქართველი ხალხი იმსახურებს ვიზალიბერალიზაციას. მე მხარს ვუჭერ ამ პროცესს. მაგრამ უვიზო მიმოსვლის თანაბრად ისინი იმსახურებენ ევროპული სტანდარტების სახელმწიფოს" - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ევროპის სახალხო პარტიის წევრმა სანდრა კალნიეტმა განაცხადა, რომელმაც იქვე აღნიშნა, რომ მათთვის მიუღებელია შერჩევითი სამართალი ყოფილი მთავრობის წევრების წინააღმდეგ.

ევროპარლამენტარის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ყოფილი მთავრობის წევრები დღემდე საპყრობილეებში რჩებიან, ევროკავშირმა არ უნდა გადადოს ვიზალიბერალიზაციის მინიჭებაზე გადაწყვეტილების მიღება

“ქართველი ხალხი იმსახურებს ვიზალიბერალიზაციას. მე მხარს ვუჭერ ამ პროცესს. მაგრამ უვიზო მიმოსვლის თანაბრად ისინი იმსახურებენ ევროპული სტანდარტების სახელმწიფოს. რაც გულისხმობს, რომ ქვეყანამ უარი თქვას შერჩევით სამართალზე, პოლიტიკურ პატიმრებზე, რომ ქვეყანაში არსებობდეს თავისუფალი სასამართლო და თავისუფალი მედია, რაღა თქმა უნდა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს მედიაზე ზეწოლა, განსაკუთრებით რუსთავი 2-ზე. ასევე უნდა შეწყდეს ზეწოლა საკონსტიტუციო სასამართლოს წევრებზე. მიუღებელია შერჩევითი სამართალი ყოფილი მთავრობის წევრების წინააღმდეგ, რომლებიც დღემდე საპყრობილეებში რჩებიან. ამის მიუხედავად ევროკავშირმა არ უნდა გადადოს ვიზალიბერალიზაციის მინიჭებაზე გადაწყვეტილების მიღება. უნდა შემოიღოს უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმი და აამოქმედოს, თუ საქართველოს მთავრობა დემოკრატიულ სტანდარტებს ვერ დააკმაყოფილებს,” - განაცხადა  სანდრა კალნიეტემ.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics