|
2016-06-13 15:11:33, 1027 ნახვა
სამართალი
სამართალდამცველებმა აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკი ამოიღეს
შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტრანზიტის წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილებისა და ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვის პრევენციის, გამოვლენის და აღკვეთის ხელშეწყობის ერთობლივი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, ერთობლივი ღონისძიება ჩაატარეს. შსს-ს ინფორმაციით, ოპერატიული ღონისძიების შედეგად, 2016 წლის 12 ივნისს, ბათუმის პორტში, სატვირთო ავტომანქანის მისაბმელის იატაკში მოწყობილ სპეცილურ სამალავში აღმოჩენილი იქნა განსაკუთრებით დიდი ოდენობა - 356 შეკვრა ნარკოტიკული საშუალება, რაც, წინასწარი მონაცემებით, ჰეროინს შეიცავს. დადგინდა, რომ თითოეული შეკვრის წონა, დაახლოებით, 600 გრამს შეადგენს. სულ ამოღებულია 213 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება. შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტრანზიტის წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილება გამოძიებას ნარკოტიკული საშუალების ტრანზიტით საერთაშორისო გადაზიდვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 262-ე მუხლის 1-ლი ნაწილით აწარმოებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)