|
2016-06-13 12:01:51, 1019 ნახვა
სამართალი
შსს-მ ქურდობის ბრალდებით, ხობში ერთი პირი დააკავა
შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის ზუგდიდის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, 1974 წელს დაბადებული კობა პ. ქურდობის ბრალდებით, ხობში დააკავეს. უწყების იფნორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა ზუგდიდის რაიონის სოფელ ჭითაწყარში, თანამზრახველებთან ერთად, ფარულად შეაღწია ერთ-ერთი კერძო კომპანიის საწყობში და მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა სატვირთო ავტომანქანას, რომელიც სხვადასხვა დასახელების ალკოჰოლური სასმელებით იყო დატვირთული. „სამართალდამცველებმა, დაკავებულის საცხოვრებელი სახლისა და ეზოში მდებარე დამხმარე ნაგებობის ჩხრეკისას, 2925 ბოთლი ალკოჰოლური სასმელი ნივთმტკიცებად ამოიღეს. პოლიციამ ავტომანქანა ზუგდიდში მიტოვებული იპოვა. დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენა-დაკავების მიზნით მიმდინარეობს ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებები“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში. გამოძიება ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)