|
2016-06-11 10:54:49, 921 ნახვა
სამართალი
შსს-ს ექსპერტ-კრიმინალისტებს შემთხვევის ადგილის გამოძიების თემაზე სწავლება ჩაუტარდათ
შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის თბილისის და რეგიონული დანაყოფების 26 ექსპერტ-კრიმინალისტს ბათუმში, დანაშაულის ადგილის გამოძიების თემაზე ხუთდღიანი ტრენინგი ჩაუტარდა. შსს-ს ინფორმაციით, სწავლება აშშ-ს სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობების საერთაშორისო ბიუროს (INL) ოფისის ორგანიზებით, ჯორჯიის შტატის გამოძიების ბიუროს (GBI) ექსპერტებმა ჩაატარეს. ტრენინგი პრაქტიკულ და თეორიულ მეცადინეობებს მოიცავდა. სწავლების მიზანი იყო კრიმინალისტებისათვის დანაშაულის ადგილის დათვალიერების სხვადასხვა მეთოდის გაცნობა, კერძოდ: დოკუმენტირება, ჩანაწერების წარმოება, ნახაზის აგება და ფოტოგადაღება. სწავლების დასრულების შემდეგ, ექსპერტ-კრიმინალისტებს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ. შსს-ს თანამშრომლებისთვის მსგავსი ტიპის ტრენინგების ჩატარება მომავალშიც იგეგმება. დანაშაულის ადგილის გამოძიების თემაზე გადამზადების კურსები უკვე 106 კრიმინალისტმა გაიარა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)