15:31 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-10 13:44:45, 725 ნახვა

პოლიტიკა
აბაშიშვილი: სამწუხაროა, რომ პრეზიდენტს არ ჰყავს მოკავშირეები სასამართლოს გაძლიერების საკითხში

„ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოს პრეზიდენტს არ ჰყავს მოკავშირეები სასამართლოს გაძლიერების საკითხებში“, - ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა.

აბაშიშვილით განცხადებით, დღეს პარლამენტმა ვერ გაბედა მხარი  დაეჭირა პროფესიონალი ნიშნით წარმოდგენილი კანდიდატებისთვის.

მისივე თქმით, ამით პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს პარალიზება მოახდინა.

„დღეს პარლამენტმა ვერ გაბედა, მხარი დაეჭირა პროფესიული ნიშნით წარმოდგენილი კანდიდატებისათვის. ფაქტობრივად, ამით პარლამენტმა მოახდინა უზენაესი სასამართლოს პარალიზება.

საქართველოს პარლამენტის, უმცირესობა, უმრავლესობა, ყველა ერთად დამარცხდა სასამართლოს გაძლიერების საკითხში. იმ დროს, როცა ამდენი კითხვის ნიშანი ისმის სამასართლოს გაძლიერებაზე, ახლა იყო ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი, აეღო პასუხისმგებლობა საქართველოს პარლამენტს და ყოფილიყო პრეზიდენტის მოკავშირე სასამართლოს გაძლიერების საკითში. სამწუხაროდ, აღმოჩნდა პირიქით”, - აღნიშნა  აბაშიშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართელობის კანდიდატებს მხარი არ დაუჭირა.

პრეზიდენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებად ანა დოლიძე, ნონა თოდუა და თამარ ლალიაშვილი წარადგინა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
ევროკავშირი რუსეთისგან მოითხოვს ცხინვალის რეგიონიდან, აფხაზეთიდან და დნესტრისპირეთიდან მისი გაყვანას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics