|
2016-06-08 17:36:15, 910 ნახვა
ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი ბათუმში ინდური ფილმის გადასაღებ მოედანს ეწვია
ვიცე–პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ბათუმში, პროგრამა „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში მიმდინარე ინდური ფილმის გადასაღები მოედანი მოინახულა. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, გადაღებები მესტიის შემდეგ ბათუმის სასტუმრო Radisson-ის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობს. ვიცე–პრემიერი ადგილზე გაესაუბრა ინდოელ პროდიუსერებსა და წამყვან მსახიობებს. „გადაიღე საქართველოში“ ეს არის „აწარმოე საქართველოში“-ს პროგრამის შემადგენელი კომპონენტი და მის ფარგლებში ჩვენ ხელს ვუწყობთ საქართველოში კიდევ უფრო მეტი ფილმის გადაღებას. ჩვენ დღეს გვაქვს პირველი, უკვე წარმატებული შემთხვევა, როდესაც ინდოეთიდან საქართველოში ფილმის გადასაღებად ჩამოსულია გადამღები ჯგუფი. ჯამში 3 მილიონ დოლარზე მეტია ფილმის ბიუჯეტი, 6-ზე მეტ რეგიონში მოხდება გადაღებები და საქართველოს მხრიდან ჯამურად 400-ზე მეტი ადამიანი დასაქმდება. სწორედ ეს არის ის შედეგი რისი მიღწევაც ჩვენ გვინდოდა და მინდა აღვნიშნო ძალიან დიდი კმაყოფილებით, რომ ეს ყველაფერი უმოკლეს პერიოდში გაკეთდა, რაც რა თქმა უნდა ძალიან კარგია“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა. ინდოეთის ცნობილი პროდიუსერები, ძმები აბას და მუსტან ბურმავალები 65 დღის განმავლობაში რომანტიულ ტრილერს “Machine” ქართულ საპროდიუსერო და სარეკლამო კომპანიასთან „Betterfly“ თანამშრომლობით გადაიღებენ. ფილმის გადაღებები მთლიანად საქართველოში მიმდინარეობს. კინო-ოპერატორთა ობიექტივში ძირითადად ბათუმი და მესტია მოექცა. გადაღებები ბათუმში 24 მაისს დაიწყო, რომელშიც ცნობილი ინდოელი მსახიობები Mustafa Burmawala, Kiara Advani, Ishan Shankar და Carla Dennis მონაწილეობენ, კინოწარმოების პროცესში ასევე ჩართულია 70-ზე მეტი ქართველი მსახიობი, ხოლო მასობრივი სცენების გადაღებებისას 200-ზე მეტი ადამიანი დასაქმდება.
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
მეუფე დანიელი - ჩვენი დიდი სურვილია, რომ ქვეყანაში დასრულდეს ურთიერთდაპირისპირება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)