|
2015-02-27 11:59:20, 470 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი რეჯეფ თაიფ ერდოღანს დაბადების დღეს ულოცავს
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს რეჯეფ თაიფ ერდოღანს დაბადების დღეს ულოცავს. „თქვენო აღმატებულებავ, ნება მიბოძეთ გულითადად მოგილოცოთ დაბადების დღე, გისურვოთ ჯანმრთელობა, ბედნიერება და წარმატება. საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს თურქეთთან, როგორც საქართველოს მეგობარ ქვეყანასთან ურთიერთობის განმტკიცებას. მოხარული ვარ, რომ თქვენი ხელმძაღვანელობით თურქეთის რესპუბლიკა წარმატებით ვითარდება, როგორც მაღალი პოლიტიკური და ეკონომიკური კულტურის მქონე სახელმწიფო. მჯერა, რომ საერთო ძალისხმევით ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა გაღრმავდება და კიდევ უფრო გაძლიერდება ჩვენი ხალხების საკეთილდღეოდ. ვსარგებლობ შემთხვევით და კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის. თქვენო აღმატებულებავ, ნება მიბოძეთ დაგიდასტუროთ ჩემი ღრმა პატივისცემა, გისურვოთ თქვენ და თურქ ხალხს მშვიდობა და კეთილდღეობა“, - ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის წერილში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)