|
2016-06-07 13:58:57, 703 ნახვა
პოლიტიკა
ივანიშვილი: იან კელი შფოთავს, რომ რაიმე ისეთი არ მოხდეს, რაც დამღას მისცემს საქართველოში არჩევნებს
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი "რუსთავი 2"-თან დაკავშირებით, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, იან კელის წერილს გამოეხმაურა. როგორც ივანიშვილმა ტელეკომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა, ელჩის პოზიციას იზიარებს, თუმცა არის საკითხი, რაზეც მას არ ეთანხმება. კერძოდ, ივანიშვილის თქმით, სწორია შეფასება, რომ არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე, ტელეკომპანიაში მენეჯმენტის შეცვლა არასასურველია, თუმცა არ ფიქრობს, რომ ამ შემთხვევაში საქართველოში ქუჩები ხალხით გაივსება: "ელჩის წერილთან მიმართებაში ბევრი გამონათქვამი არ მომეწონა. იწყებს გვარამიას კრიტიკით, რომ ასე არ უნდა იქცეოდეს, შემდეგ იყენებს ამერიკას, რომ იქ რომ ეს მოხდეს, არჩევნების ამ პროცესში ქუჩები გაივსება ხალხით. ამერიკა ჩვენი სტრატეგიული მეგობარია და საკუთარი ქვეყანა მოყავს ანალიზისთვის- "ალბათ, საქართველოშიც იგივე შეიძლება განმეორდეს". გუშინაც მქონდა პოლემიკა და რაღაცებში არ ვეთანხმები. მას ძალიან სურს, რომ ჩვენი ქვეყანა სწორი მიმართულებით განვითარდეს. ის ძალიან გამოცდილი ელჩია, წინაც ასეთი იყო, ცდილობენ, რომ ჩვენი ქვეყანა კარგად წარმოჩნდეს ამ არჩევნებით და შფოთავს იან კელი, რომ რაიმე ისეთი არ მოხდეს, რაც დამღას, ან ცუდ ეფექტს მისცემს იმ არჩევნებს, რომლისთვისაც მააქსიმალური მხარდაჭერა გვაქვს ამერიკიდან. რაშიც ვერ ვეთანხმებით ისაა, რომ ქუჩები ხალხით ვერ გაივსება აქ იმიტომ, რომ სხვა რეალობაა და სხვანაირი წარმოდგენა აქვთ ამ ტელევიზიასთან საქართველოს მოსახლეობას. ვინც გამოსულა გამოვა ისევ, მაგრამ გარეთ, უცხოეთში, მივიღებთ ცუდ შედეგს. "ნაციონალურმა მოძრაობამ", განსაკუთრებით გარეთ სიცრუის მანქანა კარგად ამუშავა", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. სააპელაციო სასამართლოში "რუსთავი2"-ის საქმეზე პროცესი ამ წუთებშიც მიმდიანრეობს. ტელეკომპანიის საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამაზ ურთმელიძის 2015 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილებას ეხება, რომლითაც ტელეკომპანიის წილის 100% ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშს გადაეცა.
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
ევროკავშირი რუსეთისგან მოითხოვს ცხინვალის რეგიონიდან, აფხაზეთიდან და დნესტრისპირეთიდან მისი გაყვანას
სადაზღვევო პროდუქტები თიბისის მობაილბანკში - შენი საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის
“ქეშბექობანა” - ლიბერთის ლოიალობის პროგრამა Cashback-ის და VISA-ს განსაკუთრებული შეთავაზებები ბავშვებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)