|
2016-06-07 10:44:39, 940 ნახვა
რეგიონი
საჯავახო–ოზურგეთი–ქობულეთის დამაკავშირებელი სატრანსპორტო კვანძი გაიხსნა
ქობულეთის შემოვლით გზაზე საჯავახო-ოზურგეთი-ქობულეთის დამაკავშირებელი სატრანსპორტო კვანძი გაიხსნა. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული კვანძი საჯავახო–ოზურგეთი–ქობულეთის შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზას კვეთს და მათ დამაკავშირებელ სატრანსპორტო კვანძს წარმოადგენს. ქობულეთის შემოვლითი გზის მშენებლობის ფარგლებში შენდება 18 კილომეტრიანი 2 ზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზა, 7 სატრანსპორტო კვანძი, 15 ხიდი, 2 გვირაბი და სხვა ხელოვნური ნაგებობები. ქობულეთის შემოვლითი გზის მე–13 კილომეტრზე გამავალი სატრასნპორტო კვანძი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრსტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ გიორგი სეთურიძემ და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა გახსნეს. პროექტს აზიის განვითარების ბანკი (ADB) აფინანსებს და მისი ღირებულება 209,852,079.67 ლარია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)