14:34 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-03 17:22:57, 576 ნახვა

პოლიტიკა
სომხეთ-საქართველოს ტერიტორიული თანამშრომლობის პროგრამა წარმატებით მიმდინარეობს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე თენგიზ შერგელაშვილი სომხეთში, ქალაქ დილიჟანში იმყოფებოდა, სადაც სომხეთ-საქართველოს ტერიტორიული თანამშრომლობის პროგრამის ერთიანი გადაწყვეტილების მიმღები კომიტეტის მე-3 ოფიციალურ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო. 

უწყების ინფორმაციით, საქართველოსა და სომხეთის ტერიტორიული თანამშრომლობის ფარგლებში ევროკავშირის დაფინანსებით მრავლი პროექტი ხორციელდება. ტერიტორიული თანამშრომლობის პროგრამის მთავარი მიზანი საზღვრისპირა რეგიონების განვითარება, საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესება და ახალი ტურისტული მარშრუტების შექმნაა.

განსაკუთრებული ყურადღება მოსაზღვრე რეგიონებში ახალგაზრდების განათლების დონის ამაღლებას და ურთიერთ-კონტაქტების დამყარებას ეთმობა.

დილიჟანში გამართულ შეხვედრაზე გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებამ (GIZ) ერთიანი გადაწყვეტილების მიმღებ კომიტეტს 2016 წლის მარტი-აპრილის თვეებში ჩატარებული მონიტორინგის შედეგები გააცნო და პროგრამის მიმდინარეობის ტემპები და მიმართულებები დადებითად შეაფასა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სადაზღვევო პროდუქტები თიბისის მობაილბანკში - შენი საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის
“ქეშბექობანა” - ლიბერთის ლოიალობის პროგრამა Cashback-ის და VISA-ს განსაკუთრებული შეთავაზებები ბავშვებისთვის
ბრიტანული დაზვერვა: უკრაინაში ომში თითქმის ნახევარი მილიონი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერებმა შეხვედრა გამართეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics