|
2016-06-03 12:50:30, 675 ნახვა
პოლიტიკა
ლევან მურუსიძე ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის დეტალებზე საუბრობს
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის ლევან მურუსიძის განცხადებით, ყოფილ პრემიერ ბიძინა ივანიშვილს შეხვედრაზე სასამართლო სისტემაში ადრე არსებულ პრობლემებზე ესაუბრა და სასამართლოს დამოუკიდებლობის თემაზე, საკუთარი ხედვა და მოსაზრებები გააცნო. მურუსიძის შეფასებით, საქართველოში სასამართლო ასეთი დამოუკიდებელი არასოდეს ყოფილა: "ბიძინა ივანიშვილთან ვისაუბრე, რომ სასამართლოში იყო პრობლემები, ხელფასის მომატების თემა იყო, სასამართლოს დამოუკიდებლობის თემაზე ვისაუბრე და გავუცვალე ჩემი ხედვა და მოსაზრებები. საბოლოო ჯამში, ჩემი პოზიცია არის ის, რომ სასამართლო ასეთი დამოუკიდებელი არასოდეს არ ყოფილა. მოსამართლეები იღებენ დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს და ყველას მოვუწოდებ, უპასუხისმგებლო განცხადებებეს დაანებონ თავი. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ სასამართლო ხელისუფლება დღეს არ არის არც ხელისუფლების, არც ოპოზიციის და არც როგორც ზოგიერთი უპასუხისმგებლო პოლიტიკოსი აცხადებს, არც მურუსიძის. ზოგიერთს ჰგონია, მულტფილმი რომ არის, სოფლის შენებას სიმღერით უშველის და ზოგადად სიმღერით აშენდება სოფელი. მოვუწოდებ პოლიტიკოსებს და ყველას, რომ როცა საუბრობენ სასამართლოზე, პატივისცემით მოექცნენ სასამართლო ხელისუფლებას. მთელი პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ გვაქვს ხარვეზები, მაგრამ სასამართლო დღეს არის დამოუკიდებელი. ამ ხარვეზებს გამოსწორება სჭირდება, მაგრამ ვერავინ იტყვის, რომ ეს სასამართლო არის ან ხელისუფლების, ან ოპოზიციის. სასამართლო იღებს იმ გადაწყვეტილებას, რომელიც მიაჩნია სწორად. მოსამართლეები ვალდებული არიან საზოგადოების წინაშე, მაგრამ ლანძღვას არ გაიტარებენ და ლანძღვა არის ჩვენთვის პრინციპულად მიუღებელი",-განაცხადა ლევან მურუსიძემ.
სადაზღვევო პროდუქტები თიბისის მობაილბანკში - შენი საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის
“ქეშბექობანა” - ლიბერთის ლოიალობის პროგრამა Cashback-ის და VISA-ს განსაკუთრებული შეთავაზებები ბავშვებისთვის
ბრიტანული დაზვერვა: უკრაინაში ომში თითქმის ნახევარი მილიონი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერებმა შეხვედრა გამართეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)