|
2016-06-02 16:41:35, 1195 ნახვა
კომენტარი
კვირიკაშვილი: მეღვინეობა ქართული სოფლის ფეხზე წამოდგომის საფუძველია
ჩვენ ვფიქრობთ, რომ ქართული მეღვინეობა და მევენახეობა არის ქართული სოფლის ფეხზე წამოდგომის საფუძველი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გურჯაანში, შპს „BOLERO & COMPANY"-ს და შპს „გრუზვინპრომის" ალკოჰოლური სასმელების ქარხნის პრეზენტაციის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. პრემიერის შეფასებით, უმსხვილესი საწარმოს პრივატიზაცია ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა. გარდა ამისა, მთავრობას გამოყოფილი აქვს რესურსი ბაზრების დივერსიფიკაციისთვის, რაც, როგორც ქარხნის გარშემო, ისე კახეთის რეგიონსა და მთელ საქართველოში წელში გამართული ოჯახების გაჩენის და ქართული ოჯახებისთვის მეტი შემოსავლის მოტანას შეუწყობს ხელს. „სამი წლის განმავლობაში 6 ათასი ჰექტარი ვენახი გაშენდა დამატებით, 400 მილიონ ლარზე მეტი შემოსავალი შევიდა ქართულ ოჯახებში მეღვინეობიდან და მევენახეობიდან. ეს არის ჩვენთვის სტრატეგიული მიმართულება. ჩვენ ბევრს ვიმუშავებთ, უკვე გამოყოფილი გვაქვს რესურსი ქართული ღვინის რეალიზაციის დივერსიფიკაციისთვის, რათა გავიდეთ ახალ ბაზრებზე, რაც ამ მიმართულებით საქართველოს განვითარების საფუძველი იქნება. ქარხნის გახსნა არის ძალიან სასიხარულო მოვლენა, რაც, დარწმუნებული ვართ, იქნება ახალი წარმატებების საწინდარი", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. მთავრობის მეთაურს, ასევე კითხვა დაუსვეს „რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მიერ გამოთქმულ ბრალდებებთან დაკავშირებით. „კაცი რომ იყოს, პასუხს გავცემდი. მეტს ვერაფერს გეტყვით", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა და აღნიშნა, რომ ამ ტემაზე კომენტარის გაკეთებას აღარ აპირებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)