|
2016-06-01 20:30:52, 837 ნახვა
სამართალი
პროკურატურა: ნიკოლოზ გვარამიას მიერ პროკურატურის მისამართით გაკეთებული განცხადება სრული სიცრუეა
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის ნიკოლოზ გვარამიას მიერ პროკურატურის მისამართით გაკეთებული განცხადება და მასში მოყვანილი ფაქტები არის სრული სიცრუე და არ შეესაბამება რეალობას, - ამის შესახებ საქართველოს მთავარი პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნული. „საქართველოს მთავარი პროკურატურა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის ნიკოლოზ გვარამიას მიერ გამართულ საგანგებო ბრიფინგს ეხმაურება და აცხადებს, რომ ამ უკანასკნელის მიერ საქართველოს პროკურატურის მისამართით გაკეთებული განცხადება და მასში მოყვანილი ფაქტები არის სრული სიცრუე და არ შეესაბამება რეალობას. საზოგადოების სრულად ინფორმირების მიზნით, გვსურს ცალსახად განვაცხადოთ, რომ საქართველოს პროკურატურაში მოსამართლე ნათია გუჯაბიძის წინააღმდეგ არასდროს შემოსულა საჩივარ/განცხადება, მის მიმართ არ მიმდინარეობს გამოძიება და სისხლისსამართლებრივი დევნა. ვფიქრობთ, რომ მსგავსი არასწორი და გადაუმოწმებებლი ინფორმაციის გავრცელებით, დაინტერესებული მხარეები მიზნად ისახავენ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და პროკურატურის დისკრედიტაციას. აქვე ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ მიუხედავად მსგავსი უპასუხისმგებლო და გადაუმოწმებელი განცხადებისა, პროკურატურა არ და ვერ იქნება ჩაბმული ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით კერძო სუბიექტებს შორის მიმდინარე სასამართლო დავაში. გვინდა მოვუწოდოთ ყველა მედიასაშუალებას, ვიდრე გაავრცელებენ რაიმე ინფორმაციას საქართველოს პროკურატურის საქმიანობის შესახებ, გადაამოწმონ აღნიშნული ინფორმაციის რეალობა ჩვენთან, რომ მომავალში არიდებული იქნას მსგავსი არასწორი ინფორმაციის გავრცელებით საზოგადოების განზრახ შეცდომაში შეყვანის ფაქტები“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)