13:58 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-31 18:07:52, 619 ნახვა

პოლიტიკა
მიხეილ ჯანელიძე ეუთო-ს მუდმივმოქმედი საბჭოს სხდომაში მიიღებს მონაწილეობას

1-3 ივნისს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ოფიციალური ვიზიტით ავსტრიის რესპუბლიკას ეწვევა.

საგარეო უწყების ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში მიხეილ ჯანელიძე ორმხრივ შეხვედრებს გამართავს ავსტრიის ევროპის, ინტეგრაციისა და საგარეო საქმეთა ფედერალურ მინისტრთან სებასტიან კურცთან და ეუთო-ს გენერალურ მდივანთან ლამბერტო ზანიერთან.

მინისტრი ასევე მონაწილეობას მიიღებს ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომის მუშაობაში, სადაც დაგეგმილია მიხეილ ჯანელიძის სიტყვით გამოსვლა.

მიხეილ ჯანელიძე ასევე ეწვევა ვენის დიპლომატიურ აკადემიას, სადაც შეხვედრებს გამართავს ევროპისა და უსაფრთხოების პოლიტიკის ავსტრიის ინსტიტუტის პრეზიდენტთან ვერნერფასლაბენდთან და ვენის დიპლომატიური აკადემიის რექტორთან ჰანს ვინკლერთან. ასევე დაგეგმილია საგარეო საქმეთა მინისტრის საჯარო გამოსვლა თემაზე:"European integration  of Georgia: Achievements and Challenges of the EU Associated Partner"

ვიზიტის ფარგლებში მიხეილ ჯანელიძე მონაწილეობას მიიღებს ავსტრია-საქართველოს ბიზნეს ფორუმის გახსნის ცერემონიაში და შეხვედრას გამართავს ავსტრიის განვითარების ბანკის დირექტორთა საბჭოს წევრთან ანდრია ჰაგმანთან.

მიხეილ ჯანელიძე ასევე დაესწრება საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო მიღებას, სადაც სიტყვით მიმართავს სტუმრებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
“ქეშბექობანა” - ლიბერთის ლოიალობის პროგრამა Cashback-ის და VISA-ს განსაკუთრებული შეთავაზებები ბავშვებისთვის
ბრიტანული დაზვერვა: უკრაინაში ომში თითქმის ნახევარი მილიონი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერებმა შეხვედრა გამართეს
1 ივნისის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის საქართველოს ბანკის sCoolApp-ში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics