|
2015-02-26 12:36:14, 618 ნახვა
საზოგადოება
სანოტარო მომსახურება კიდევ ორ საზოგადოებრივ ცენტრში დაიწყო
საზოგადოებრივ ცენტრებში სანოტარო მომსახურებას უკვე სოფლების, მეჯვრისხევისა (გორი რაიონი) და მუხაესტატეს (ქობულეთის რაიონი) მოსახლეობაც იღებს. როგორც „ექსპრესნიუსს“ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან აცნობეს, მეჯვრისხევის მცხოვრებლებს ნოტარიუსი კვირაში ერთხელ, სამშაბათობით ემსახურება, მუხაესტატეს მოსახლეობას - ხუთშაბათობით. სანოტარო სერვისებით სარგებლობა სულ სამ საზოგადოებრივ ცენტრშია შესაძლებელი. გასულ კვირას ნოტარიუსმა საქმიანობა სოფელ ყვარელწყალში (ახმეტის რაიონი) არსებულ საზოგადოებრივ ცენტრში დაიწყო. საზოგადოებრივ ცენტრებში მოქალაქეები ნებისმიერი სანოტარო სერვისით შეუფერხებლად სარგებლობენ. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით დაწყებული პროექტი - „ნოტარიუსი საქართველოს ყველა რაიონს“, მომავალშიც წარმატებით გაგრძელდება და სანოტარო მომსახურება საქართველოს ნებისმიერი რაიონისა და სოფლის მოსახლეობისთვის თანაბრად ხელმისაწვდომი იქნება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)