17:38 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-30 13:39:00, 1134 ნახვა

ეკონომიკა
ბათუმში ჰიპერმარკეტი "გორგია" გაიხსნა

ბათუმში, სოხუმის #10-ში, ყველაზე იაფი სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტი "გორგია" გაიხსნა.

ჰიპერმარკეტი საზეიმოდ გახსნეს ბათუმის მერმა გიორგი ერმაკოვმა და გორგიას დამფუძნებელმა გია გორგოშაძემ. ცერემონიალს ჰიპერმარკეტი "გორგია" მენეჯმენტთან ერთად, ბათუმის მერიისა და საკრებულოს, ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები, ასევე კომპანიის პარტნიორები (თურქეთიდან იტალიიდან,გერმანიიდან, ჩეხეთიდან და მსოფლოს სხვადასხვა ქვეყნებიდან) დაესწრნენ.

ჰიპერმარკეტი გორგია განთავსებულია 3000 კვადრატულ მეტრზე და მომხმარებელს საშუალება ექნება შეიძინოს 25 000- მდე დასახელების პროდუქცია.

„ჰიპერმარკეტის გახსნა ბათუმში სამშენებლო და სარემონტო მასალებზე გაზრდილმა მოთხოვნამ განაპირობა. ჰიპერმარკეტში ასეულობით ახალი მიმართულება შევიტანეთ, რათა მომხმარებლისთვის მშენებლობა და რემონტი მაქსიმალურ კომფორტად ქცეულიყო. ჩვენ ერთ სივრცეში მოვაქციეთ ყველაფერი, რის შესაძენადაც მომხმარებელს სხვადასხვა მაღაზიებში და ბაზრობებზე სიარული უწევდა. ახალ ჰიპერმარკეტს სპეციალური საფასო პოლიტიკა აქვს და ჩვენ ასეულობით სამშენებლო და სარემონტო პროდუქტს საქართველოში ყველაზე დაბალ ფასად ვყიდით. ჰიპერმარკეტის ახალ კონცეფციაზე მუშაობა ექვსი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და მისი განახლებისთვის მილიონ ლარამდე ინვესტიცია განხორციელდა. ჰიპერმარკეტის მაღალი სტანდარტების შესაბამისად მოწყობაზე, სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეული უცხოელი სპეციალისტები მონაწილეობდნენ“, - აცხადებებ „გორგიაში“.

 

(R)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
მეუფე დანიელი - ჩვენი დიდი სურვილია, რომ ქვეყანაში დასრულდეს ურთიერთდაპირისპირება
სამთავრობო იმედის სახემ ნანუკა ხაზარაძემ ტელევიზია დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics