|
2016-05-28 10:01:27, 706 ნახვა
პოლიტიკა
ლევან ბოძაშვილი: ვენეციის კომისიამ "საკონსტიტუციო სასამრთლოს შესახებ" კანონზე პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენიშვნები გაითვალისწინა
ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიამ "საქართველს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებების თაობაზე წინასწარი დასკვნა გამოაქვეყნა. ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის ლევან ბოძაშვილის განცხადებით, როგორც დადებით, ასევე უარყოფით ნაწილშიც ვენეციის კომისიამ გაითვალისწინა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გამოხატული წინადადებები და კრიტიკული შენიშვნები. ბოძაშვილის თქმით, ის საკითხები, რომლებზეც საქართველოს პრეზიდენტს ჰქონდა დადებითი მოსაზრებები და რომელსაც კომისიაც ეთანხმება ეს არის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის შერჩევის პროცესში პრეზიდენტის, პარლამენტის თავმჯდომარის და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის არმონაწილეობის საკითხი. „ასევე, დადებითადაა შეფასებული საკონსტიტუციო სასამართლოს საქმის წარმოებაში ელექტრონული წარმოების შემოღებისა და მოსამართლეთა გამწესების საკითხები, რაზეც პრეზიდენტს თავიდანვე დადებითი მოსაზრებები ჰქონდა. რამდენიმე მნიშვნელოვანი მომენტი, რომელზეც პრეზიდენტს კრიტიკული დამოკიდებულება ჰქონდა და რომელსაც ვენეციის კომისიაც იზიარებს, ეს არის საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების კონსტიტუციური ათწლიანი ვადის დაცვა. კომისიას მიაჩნია, რომ ეს ნორმა საკანონმდებლო პაკეტში არ უნდა იდოს. ასევე კრიტიკული შენიშვნა აქვს ვენეციის კომისიას საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის მიერ გადაწყვეტილების მიღების მაღალ კვორუმთან დაკავშირებით. ვენეციის კომისიის დასკვნის მიხევდით, სასამართლოს პლენუმის მიერ გადაწყვეტილების მიღება უნდა შეეძლოს ექვსზე ნაკლებ მოსამართლეს. ვენეციის კომისიამ კრიტიკული შენიშვნები გამოთქვა ასევე, იმ ნორმასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც, ერთ მოსმართლეს შეუძლია კოლეგიაში საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე საქმე პლენუმს განსახილველად გადასცეს. ვენეციის კომისიამ დასკვნა ცვლილებათა პაკეტის ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობის თვალსაზრისით მოამზდა", - განაცხადა ლევან ბოძაშვილმა. მისივე თქმით, საქართველოს პრეზიდენტი დიდ მადლიერებას გამოხატავს ვენეციის კომისიის მიმართ, რომელმაც უპრეცედენტოდ შემჭიდროვებულ ვადებში წინასწარი მოსაზრებები წარმოადგინა და გამოაქვეყნა.
“ქეშბექობანა” - ლიბერთის ლოიალობის პროგრამა Cashback-ის და VISA-ს განსაკუთრებული შეთავაზებები ბავშვებისთვის
ბრიტანული დაზვერვა: უკრაინაში ომში თითქმის ნახევარი მილიონი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერებმა შეხვედრა გამართეს
1 ივნისის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის საქართველოს ბანკის sCoolApp-ში
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)