|
2016-05-26 12:51:05, 1113 ნახვა
რეგიონი
ზაფხულის სეზონის გახსნის ღონისძიებისთვის ტურისტულ ობიექტებზე შესვლა უფასო იქნება
ზაფხულის ტურისტული სეზონის გახსნის ღონისძიების ფარგლებში კულტურულ ობიექტებში შესვლა უფასო იქნება. როგორც „ექსპრესნიუსს“ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტიდან აცნობეს, 28 მაისს, მსურველებს საშუალება ექნებათ გონიოს ციხეს, ნობელების მუზეუმს, არქეოლოგიური მუზეუმსა და მუნიციპალიტეტებში არსებულ მუზეუმებს უფასოდ ეწვიონ. მათივე ინფორმაციით, სტუმრებს სპეციალურ ფასდაკლებებს შესთავაზებს ბულვარის სანაპირო ზოლთან მობილიზებული საზღვაო სასეირნო ტრანპორტი -იახტები, პარაშუტები და კატამარანი, ასევე ბულვარში არსებული სხვა გასართობი ობიექტებიც (ბავშვთა გასართობი ატრაქციონები, ბილიარდი, ტენისი).
სანაპირო ზოლზე დაგეგმილია უფასო ფიტნეს, იოგა და სპორტული ღონისძიებები. მსურველებს 50 პროცენტიან ფასდაკლებას შესთავაზებს ბათუმველო, რომლის ველოსიპედებით სარგებლობა ძველი და ახალი ბულვარის ზღვისპირა ზოლზე განთავსებულ 8 ტერმინალთანაა შესაძლებელი. ბათუმის ულამაზესი ხედების დათვალიერების მსურველებს უფასო გასეირნებას შესთავაზებს ეშმაკის ბორბალიც, რომელიც მთელი დღის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში იმუშავებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)