|
2016-05-23 16:58:55, 453 ნახვა
პოლიტიკა
ბურჯანაძე კორცხელის დაპირისპირებაზე: ეს იყო „ქართული ოცნების“ „განაცების“ გზის მაჩვენებელი
„ქართულმა ოცნებამ წინასაარჩევნო პერიოდში აირჩია მისი წინამორბედის - „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დანერგილი და აპრობირებული ძალადობრივი გზა, - ასე გამოეხმაურა ზუგდიდის მუნიციპალიტეტ, სოფელ კორცხელში მომხდარ დაპირისპირებას ‘დემოკრატიულ მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე. პარტიის თავმჯდომარის თქმით, „ქართული ოცნება“ წინა ხელისუფლების ძალადობრივ პოლიტიკას აგრძელებს. „ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო პერიოდში აირჩია მისი წინამორბედის - „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დანერგილი და აპრობირებული ძალადობრივი გზა. ის რაც გუშინ მოხდა იყო აბსოლუტურად მიუღებელი, ვის მიმართაც არ უნდა იყოს ის და ეს იყო ქართული ოცნების უსუსურობის, არაპროფესიონალიზმის და „ქართული ოცნების“ განაცების გზის მაჩვენებელი,“ - აცხადებს ნინო ბურჯანაძე. შეგახსენებთ, გუშინ ზუგდიდში, კორცხელის საარჩევნო უბანთან ფიზიკური დაპირპისრება მოხდა. განვითარებული მოვლენების დროს, ფიზიკური დაზიანება მიიღეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა და „ქართული ოცნების“ აქტივისტებმა. მედიით გავრცელებული კადრებიდან ჩანს, რომ თავდამსხმელები იყენებდნენ ხელკეტებსაც. ინციდენტის დროს აღნიშნულმა პირებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს მედია საშუალებების წარმომადგენლებსაც, ან ხელი შეუშალეს მათ ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელებაში. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლით დაიწყო, რაც ცემას გულისხმობს. როგორც ცნობილია, ამ დრომდე არავინ დაუკავებიათ.
1 ივნისის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის საქართველოს ბანკის sCoolApp-ში
სააკაშვილი ოპოზიციას - უნდა შევწყვიტოთ მოწკმუტუნე მხვეწნელის როლში ყოფნა
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 86 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
ბრენდი, რომელიც ზრუნავს მომხმარებლებზე- აღნიშნე ბავშვთა საერთაშორისო დღე თიბისისთან ერთად
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)