|
2016-05-21 21:42:27, 699 ნახვა
პოლიტიკა
ალასანია: დღეს პროკურატურასთან შეკრებილებმა ივანიშვილს უთხრეს, რომ ყელში ამოხვედი
"დღეს პროკურატურასთან შეკრებილებმა ივანიშვილს უთხრეს, რომ ყელში ამოხვედი,"- ამის შესახებ "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა ირაკლი ალასანიამ "კურიერის" ეთერში განაცხადა. ალასანიას თქმით, მისი გუნდი შემდეგ აქციას სასამართლოსთან გეგმავს, რომლის შემდეგაც რეგიონებში პეტიციაზე ხელმოწერების შეგროვებას გეგმავს, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტს გადაუგზავნიან. თავისუფალი დემოკრატების ლიდერი აქვე აცხადებს, რომ მას კომუნიკაცია პრეზიდენტთან არ ჰქონია, თუმცა სჯერა, რომ პრეზიდენტი თვალყურს ადევნებს პროცესებს. „ჩვენ გვჯერა, რომ სამართლიანობას ვიპოვით პრეზიდენტის ინსტიტუტში,“ - განაცხადა ალასანიამ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)