|
2016-05-20 14:00:06, 1374 ნახვა
მსოფლიო
ბელგიის მიგრაციის მინისტრი: არა მგონია, ვიზალიბერალიზაცია ყველაზე გონივრული ნაბიჯი იყოს
ბელგიის მიგრაციის მინისტრი ტეო ფრანკენი მიიჩნევს, რომ საქართველოსთვის და კიდევ 3 ქვეყნისთვის, სავიზო რეჟიმის გაუქმება გონივრული გადაწყვეტილება არ იქნება, - ამის შესახებ ფრანკენმა ევროკავშირის საბჭოს შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა. ფრანკენის თქმით, ახლა, როცა ევროპაში მიგრაციული კრიზისია, საქართველოსთვის, უკრაინისთვის, თურქეთსა და კოსოვოსთვის უვიზო რეჟიმის დაწესება გონივრული გადაწყვეტილება არ იქნებოდა. “მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე მასშტაბური მიგრაციული კრიზისის გათვალისწინებით, არა მგონია, ვიზალიბერალზიაცია ყველაზე გონივრული ნაბიჯი იყოს. განსაკუთრებით ჩემი ქვეყნისთვის ასეთი გადაწყვეტილების მიღება ამ მომენტში ძალიან რთულია. 2010-2011 წლებში ჩვენ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია მოვახდინეთ ბალკანეთის ქვეყნებთან, რასაც ევროკავშირის ქვეყნებში მიგრაციული კრიზისი მოჰყვა, მათ შორის ბელგიაშიც. ვფიქრობ, ჩვენ ერთი კრიზისი მეორეთი არ უნდა შევცვალოთ”, - განაცხადა ტეო ფრანკენმა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)