14:50 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-20 09:27:54, 834 ნახვა

სამართალი
შინაგან საქმეთა სამინისტრო კონკურსს აცხადებს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში - “შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელშეწყობა ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში” – აცხადებს ღია კონკურსს ყველა დაინტერესებული პირისთვის თემაზე: პროექტის სლოგანი.

უწყების ინფორმაციით, პროექტი - “შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელშეწყობა ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში” ხორციელდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, შსს-ს აკადემიასთან თანამშრომლობით. პროექტს სრულად აფინანსებს ევროკავშირი.

პროექტის ძირითად მიზანს წარმოადგენს საქართველოში ოჯახში ძალადობის პრევენციის ხელშეწყობა, ოჯახში ძალადობისა და მისი შედეგების აღმოფხვრა საზოგადოების ცნობიერების ამაღლების და ინფორმირების გზით.

„კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველებმა უნდა წარმოადგინონ ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და ოჯახში ძალადობის პრევენციის თემატიკაზე შექმნილი სლოგანი, არაუგვიანეს 2016 წლის 8 ივნისისა.

ელექტრონული ფოსტის მისამართია: dv.geeu@gmail.com

შეფასების კრიტერიუმები: თემატიკასთან შესაბამისობა; ინფორმატიულობა; ლაკონურობა; კრეატიულობა; მარტივად დასამახსოვრებელი სლოგანი.

ინტელექტუალური საკუთრება: გამარჯვებული სლოგანი ხდება პროექტის საკუთრება და შესაბამისად, პროექტს უფლება აქვს შეცვალოს/გამოიყენოს სლოგანი მისი შეხედულებისამებრ, ნებისმიერი მიზნებისთვის“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

კონკურსის შედეგად გამოვლენილი გამარჯვებული სლოგანის ავტორი დაჯილდოვდება ლეპტოპით.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკი - პუტინს უკვე სიტყვა „ურა“-ს ნორმალურად წარმოთქმაც კი არ შეუძლია, ლუღლუღებს, მაგრამ თავისი რაკეტებით მაინც საცხოვრებელ სახლებს „ამარცხებს“
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
მედვედევი კიევის დაბომბვაზე - ჩვენ უნდა დავრტყმა მივიტანოთ - როგორც დღეს გავაკეთეთ და კიდევ უფრო ძლიერად
უსიკმა დაძაბულ ბრძოლაში ვერჰოვენი ნოკაუტით დაამარცხა და ჩემპიონის ტიტულები დაიცვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics