|
2016-05-19 18:10:52, 963 ნახვა
სხვადასხვა
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია: საქართველოში ზიკას ვირუსის გავრცელების საფრთხე არსებობს
ჯანდაცვის მსოლფიო ორგანიზაციაში ვარაუდობენ, რომ ზაფხულში ზიკას ვირუსი შესაძლოა, ევროპაში გავრცელდეს. ორგანიზაციის მონაცემებით, ვირუსის გავრცელების ყველაზე დიდი საფრთხე საქართველოსა და რუსეთის შავიზღვისპირა რეგიონებში, ასევე კუნძულ მადეირაზე არსებობს იმ ქვეყნებს შორის, სადაც სპეციალისტები ვირუსის გავრცელების საშიშროების დონეს ზომიერად აფასებენ, არიან საფრანგეთი, ესპანეთი, იტალია და საბერძნეთი. როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, აღნიშნულ რეგიონებში კოღოს ის სახეობა ბინადრობს, რომელსაც ზიკას ვირუსი გადააქვს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ქვეყნების ხელისუფლებებს მოუწოდებს კოღოების გავრცელების ადგილებში სადეზინფექციო სამუშაოები ჩაატარონ და მოსახლეობა, განსაკუთრებით ორსული ქალები, დაავადების ნეგატიური შედეგების შესახებ გააფრთხილონ. კოღო ლათინური სახელწოდებით Aedes Aegypti 50-ზე მეტ ქვეყანაში აღმოაჩინეს მას შემდეგ, რაც გასულ წელს ზიკას ვირუსი ბრაზილიაში დაფიქსირდა. ცნობისთვის, ზიკას ვირუსი, რომელიც ლათინური ამერიკის რეგიონშია გავრცელებული, ახალშობილებში ტვინის თანდაყოლილ დეფექტებსა და ნევროლოგიურ პრობლემებს იწვევს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ზიკას ვირუსი გლობალურ საფრთხედ აღიარა. ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ამ დრომდე არ არის შექმნილი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)