|
2016-05-19 12:46:36, 683 ნახვა
პოლიტიკა
ხიდაშელი: თუ მოკვლევის შედეგად არაფერი არ გამოვლინდა, უჩა ძოძუაშვილი თანამდებობაზე დაბრუნდება
არ მივიჩნევ საჭიროდ, ჩემი დაქვემდებარებაში მყოფი პირების განცხადებებზე კომენტარი ვაკეთო იმასთან დაკავშირებით, მქონდა თუ არა „დელტას“ ხელმძღვანელ უჩა ძოძუაშვილთან კომუნიკაცია, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, თინა ხიდაშელმა სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც ხიდაშელმა აღნიშნა, თუ მოკვლევის შედეგად დარღვევები არ გამოვლინდება, უჩა ძოძუაშვილის თანამდებობაზე დაბრუნდება. „თავდაცვის სამინისტრომ გააკეთა ამ თემაზე განცხადება. ბოლო სამი კვირის განმავლობაში ძალიან ბევრი კითხვა დაისვა და თავდაცვის სამინისტრო არასოდეს არ ყოფილა განზე საზოგადოების მაღალი ინტერესის დაკმაყოფილებისგან. ამიტომ გავავრცელეთ ჩვენ განცხადება ორი დღის წინ. დაიწყო თავდაცვის სამინისტრომ მოკვლევა ამ ინტერესის დასაკმაყოფილებლად, რეალობის საჩვენებლად. გაირკვევა ყველაფერი. ბრძანებაზე ხელი მოწერილია, მაგრამ თუ არაფერი არ გამოვლინდა, შესაბამისად, უჩა ძოძუაშვილი დაბრუნდება სამსახურში. მე ვიცი, სინამდვილეში რა მოხდა, მაგრამ რა აზრი ექნება მაშინ იმ მოკვლევას, რომელსაც ვატარებთ. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ის ინფორმაცია, რომელიც ამ წუთის მდგომარეობით მაქვს, არასრულყოფილია. დაველოდოთ მოკვლევის შედეგებს", - განაცხადა თინა ხიდაშელმა. ცნობისთვის, სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ "დელტას" გენერალური დირექტორი უჩა ძოძუაშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლეს. გათავისუფლების მიზეზად სამინისტრომ რამდენიმე დღის წინ, კახეთში მოსული სეტყვის საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებასთან დაკავშირებული პრობლემები დაასახელა. თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებით, თავდაცვის სამინისტროს გენერალურ ინსპექციას კახეთის რეგიონში სეტყვის საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებასთან დაკავშირებით არსებული მდგომარეობის მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში შესწავლა დაევალა. აღნიშნული განცხადება უწყებამ გუშინ გაავრცელა. როგორც ცნობილია, კახეთის მოსახლეობა ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ”დელტამ” სეტყვის საწინააღმდეგო დანადგარები დროულად არ გამოიყენა. კახეთის რეგიონში სეტყვამ რამდენიმე სოფელი დააზარალა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)