|
2015-02-25 10:58:44, 842 ნახვა
სამართალი
ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების დამზადება-გამოყენების ფაქტზე „გალფის“ თანამშრომლები დააკავეს
შპს „სან პეტროლიუმ ჯორჯიას“, იგივე „გალფის“ მიმართ სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, გამოძიების ამ ეტაპზე ყალბი სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების დამზადება გამოყენების ფაქტები გამოვლინდა. როგორც "ექსპრესნიუსს" საგამოძიებო უწყებიდან აცნობეს, 2012 წლის ოქტომბრის დასაწყისში ბრალდებულების ორგანიზებით განხორციელდა კომპანიაში არსებული 52 ტონა აღურიცხავი საწვავის, ყალბი ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე ბაზებიდან სხვადასხვა ავტოგასამართ სადგურებზე ფიქტიურად გაწერა. მათივე ცნობით, გამოძიების მიერ ყალბი საგადასახადო დოკუმენტების ჯგუფურად დამზადება-გამოყენების ფაქტზე ამ ეტაპზე დაკავებული იქნენ შპს „სან პეტროლიუმ ჯორჯიას“, კონტროლის განყოფილების თანამშრომლები ზაზა ირემაშვილი და ჯიმშერ აბულაძე. აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები, ასევე ბიუჯეტთან ანგარიშსწორების კანონიერების დადგენის მიზნით საბუღალტრო რევიზია გრძელდება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)