|
2016-05-18 14:32:16, 547 ნახვა
პოლიტიკა
მარგველაშვილი: იქნებ, ქუთაისში პარლამენტს მივაკითხო და „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონი ჩემით წამოვიღო
“ვფიქრობ, იქნებ ქუთაისში მივაკითხო პარლამენტს და „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონი ჩემით წამოვიღო, ბოლოსდაბოლოს უკვე დეტალებზე გესაუბროთ რა სირთულეებია თვითონ კანონში”, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ჟურნალისტებს ქუთაისში განუცხადა. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, კანონში ძირითადი შენიშვნები არის პროცესთან და პროცედურებთან დაკავშირებით. „ასე სწრაფად ამ პროცესის წარმართვა, პოლიტიკურად გაუმართლებელია ისეთი მნიშვნელოვანი ინსტიტუტების ჩართვის გარეშე, როგორიც არის ვენეციის კომისია და როგორიც არის თვითონ საკონსტიტუციო სასამართლო, რომელსაც ალბათ ჭკუა უნდა ვკითხოთ, როდესაც მის ასე ვთქვათ კონსტიტუციურ სტატუსზე ვლაპარაკობთ. სხვა დეტალებზე ამ ეტაპზე ვერ მოგახსენებთ, იმიტომ რომ კანონპროექტი აქამდე არ მიმიღია. ვფიქრობ, რომ იქნებ ქუთაისში მივაკითხო პარლამენტს და ჩემით წამოვიღო ეს კანონი, ბოლოსდაბოლოს უკვე დეტალებზე გესაუბროთ, თუ რა სირთულეებია თვითონ კანონში”, - განაცხადა პრეზიდენტმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)