14:45 - 23 May, 2026
|
2016-05-17 16:09:21, 1185 ნახვა
მსოფლიო
ერაყში ორმაგი აფეთქების შედეგად 38 ადამიანი გარდაიცვალა, 70-ზე მეტი დაშავდა
ერაყის დედაქალაქ ბაღდადში ორი აფეთქების შედეგად 38 ადამიანი დაიღუპა, 70 -ზე მეტი კი დაშავდა, - ამის შესახებ Reuters ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით იუწყება. მედიის ინფორმაციით, ერთ-ერთი აფეთქება ალ-შაბააბის უბანში ბაზრის ტერიტორიაზე მოხდა. მეორე შემთხვევაში კი ასაფეთქებელი მოწყობილობა ალ-რაშედის ტერიტორიაზე ავტომობილში გააქტიურდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერ არავის აუღია. თუმცა, ბოლო რამდენიმე თვეა "ისლამური სახელმწიფო" თავდასხმების სერიას პერიოდულად ახორციელებს. ცნობისთვის, 1 კვირის წინ "ისლამურმა სახელმწიფომ" ერაყის დედაქალაქში ტერაქტი მოაწყო, რასაც 100 ადამიანი ემსხვერპლა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)