09:43 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-17 12:59:51, 608 ნახვა

პოლიტიკა
„ეს მომაშორეთ, მე მგონი „პიდარასტია,“ - მეჭიაურმა მორიგი ჰომოფობიური განცხადებები გააკეთა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თამაზ მეჭიაურა მორიგი ჰომოფობიური განცხადება გააკეთა. უფრო მეტიც, მან სიტყვიერი შეურაცხყოფა ჟურნალისტებსაც მიაყენა. ერთ-ერთ ჟურნალისტს მან „პიდარასტი“ უწოდა. ჟურნალისტმას მას კითხვა მის ჰომოფობიურ გამონათქვამებთან დაკავშირებით დაუსვა.

 ჟურნალისტებსა და თამაზ მეჭიაურს შელაპარაკება რამდენიმე წუთის წინ მოუვიდათ.

თამაზ მეჭიაური რესპუბლიკის მოედანზე იმყოფებოდა და მასთან ჟურნალისტები ცდილობდნენ ინტერვიუს ჩაწერას, იმ საკითხთან დაკავშირებით, თუ რას ფიქრობს ის ლგბტ უფლებადამცველების დაკავების შესახებ. რამაც მეჭიაურის გაღიზიანება გამოიწვია. მან ჰომოფობიური განცხადებები გააკეთა და ჟურნალისტებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

„ლგბტ-ს იმას უწოდებ, რომ თხუპნიან საპატრიარქოს ღობეებს? ლგბტ ვინ არის იცი? ერთ ადგილზე არიან და თავის ერთ ადგილს იქ უვლიან და თავისთვის იყენებენ როგორც უნდათ, არავინ არ უშლის, მაგრამ ვინც მიდის და თხუპნიან საპატრიარქოს, ეგენი არიან „პიდარასტები“ ნუ თხუპნით საპატრიარქოს, იყავით დაეტიეთ თქვენ ადგილზე,“ - განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.

ერთ-ერთმა ჟურნალისტმა მის მიერ გაკეთებული ჰომოფობიური განცხადებები გაახსენა, რამაც მეჭიაური გააღიზიანა და ჟურნალისტს „პიდარასტი“ უწოდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-მ ირანზე ახალი დარტყმები განახორციელა
პენტაგონმა განაცხადა, რომ მზადაა ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია გააგრძელოს
მოდით, კვლავ გავხადოთ სომხეთი დიდებული - დონალდ ტრამპმა ნიკოლ პაშინიანს არჩევნებში მხარი დაუჭირა
თეირანმა ქუვეითში აშშ-ის ბაზაზე თავდასხმა განახორციელა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics