|
2016-05-16 12:16:16, 517 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილი აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრს არტურ რასიზადეს შეხვდა
პირველ რიგში, მინდა ყველას მივულოცო „ბაქო–სუფსას ენერგეტიკული დერეფნის" 20 წლის იუბილე, რომელიც გახდა საფუძველი ორი ქვეყნის სტატეგიული პარტნიორობისა,- ამ სიტყვებით დაიწყო შეხვედრა საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა აზერბაიჯანელ კოლეგასთან, არტურ რასიზადესთან. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, პრემიერ–მინისტრებმა საქართველოსა და აზერბაიჯანის ურთიერთობების დღის წესრიგის ძირითადი საკითხები განიხილეს და ხაზი გაუსვეს თანამშრომლობის შემდგომი განვითარების პერსპექტივებს. საუბარი შეეხო ბოლო პერიოდში სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის ინტენსიურ დინამიკას. აღინიშნა სავაჭრო-ეკონომიკურ, ენერგეტიკულ და სატრანსპორტო სფეროებში არსებული მზარდი პოტენციალი. მხარეებმა განიხილეს ის კონკრეტული პროექტები, რომლებსაც საქართველო და აზერბაიჯანი ერთობლივად ახორციელებენ. ისაუბრეს ორი ქვეყნის მნიშვნელობასა და როლზე საერთაშორისო ენერგეტიკული და სატრანზიტო პროექტების რეალიზაციის თვალსაზრისით. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა აღმოსავლეთ-დასავლეთ ენერგეტიკული დერეფნის მნიშვნელობაზე. ითქვა, რომ 20 წლის წინ, 1996 წლის 8 მარტს აზერბაიჯანმა და საქართველომ ხელი მოაწერეს ბაქო-სუფსის დერეფნის მშენებლობის შეთანხმებას, , რამაც გზა გაუხსნა აღმოსავლეთ-დასავლეთის სტრატეგიულ ენერგოდერეფანს და ხელი შეუწყო აზერბაიჯანისა და საქართველოს სტაბილურ და მშვიდობიან განვითარებას. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საქართველოს ვიცე–პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, საქართველოს ვიცე–პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრი ნატიგ ალიევი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო ნავთობკომპანია „SOCAR"–ის პრეზიდენტი, როვნაგ აბდულაევი დაესწრნენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)